თავში

ბათუმში 9 წლს ბავშვმა, ბულინგის გამო, თვთმკვლელობა სცადა

ბათუმში 9 წლს ბავშვმა, ბულინგის გამო, თვთმკვლელობა სცადა
ბათუმში 9 წლს ბავშვმა, ბულინგის გამო, თვთმკვლელობა სცადა

ბათუმში, არასრულწლოვნის ოჯახის წევრების გამოკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დააკავეს ქალი, რომლესაც 9 წლის გოგონას ოჯახის წევრები ბავშვის ბულინგსა და ზეწოლაში ადანაშაულებდნენ.

მათი მტკიცებით, ბულინგის ნიადაგზე არასრულწლოვანმა სუიციდი სცადა. 

ოჯახი ბათუმში, ბარათაშვილს ქუჩაზე ერთ-ერთ სადავო ფართში ქირით ცხოვრობს, ბინის მესაკუთრეს კი ქონებრივი დავა აქვს სხვა პირთან, რომელსაც მოზარდის ოჯახი ბავშვის ბულინგსა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. 

სახლში ქირით მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი აცხადებს, რომ ერთ- ერთი თანამესაკუთრე არასრულწლოვნებს გამუდმებით აყენებს შეურაცხყოფას, რის გამოც არაერთხელ მიმართეს სამართალდამცველებს რეაგირებისათვის თუმცა რეაგირება მხოლოდ მაშინ მოახდინეს, როცა ბავშვმა თვითმკვლელობა სცადა. 

ოჯახ ამტკიცებს, რომ ბინის მფლობელთან ქონებრივ დავაში მყოფი ქალი დროებით ბინადრებს ხანძრის გაჩენითაც ემუქრებოდა.

დაკავებული ქალი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ოჯახი ტყუის და ბავშვსაც ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system