თავში

ბათუმში ავარიის შედეგად 10 თვის ჩვილი დაშავდა

ბათუმში ავარიის შედეგად 10 თვის ჩვილი დაშავდა
ბათუმში ავარიის შედეგად 10 თვის ჩვილი დაშავდა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 10 თვის ჩვილი და 1 წლის ბავშვი მსუბუქად დაშავდა. ასევე დაშვებულია ერთი ზრდასრული. 

შემთხვევა ბათუმის 23-ე საჯარო სკოლასთან, დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

დაშავებულები სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო ცენტრში მოათავსა. დაშავებულ მამაკაცს ჭრილობა თავის არეში აღენიშნება, რაც შეეხება მცირეწლოვანებს, მათ გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებათ, თუმცა ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, მომხდარზე საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system