თავში

ბათუმში დაკავებულ პირებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

ბათუმში დაკავებულ პირებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
ბათუმში დაკავებულ პირებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

ბათუმის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ პირებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება ორი მუხლით აქვს დაწყებული. სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დაკავებულებს ბრალს დღეს წაუყენებენ. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა.

გარდაიცვალა 9 ადამიანი. ერთი მამაკაცი საავადმყოფოშია.

შსს-მ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე 3 ადამიანი დააკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system