თავში

ბათუმში ღამის კლუბები იხურება

ბათუმში ღამის კლუბები იხურება
ბათუმში ღამის კლუბები იხურება

ბათუმში ღამის კლუბების ნაწილი დაიკეტა. როგორც კლუბების მეპატრონეები აცხადებენ, მათ დაწესებულების დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება, ბათუმში, კორონავირუსის რიცხვის გაზრდის გამო მიიღეს.

კლუბებისა და ბარების დახურვის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. 

შეხვედრა კლუბების ხელმძღვანელებთან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 38 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 22 ბათუმში დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევები საკონდიტრო მაღაზია ,,დონას" უკავშირდება. დაკეტილია მაღაზიის ფილიალები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system