თავში

ბათუმში, ხოფას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - PHOTO

​ბათუმში, ხოფას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ბათუმში, ხოფას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - PHOTO

ბათუმში, ხოფას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ცეცხლი გავრცელებული იყო ტანსაცმლის მაღაზიაში და იყო გვერდით მდებარე მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველებმა ერთსართულიან შენობაში გაჩენილი ცეცხლი დროულად ჩააქრეს. ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 7 ჯგუფი", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, ბათუმში, ხოფას ბაზრობაზე ტანსაცმლის მაღაზიაში ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system