თავში

ბათუმში, კოვიდ სასტუმროს ეზოში ინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში, კოვიდ სასტუმროს ეზოში ინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა
ბათუმში, კოვიდ სასტუმროს ეზოში ინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმის ერთ-ერთ კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს კოვიდ სასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა, სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით.

მათივე ცნობით, მამაკაცს ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება.

შემთხვევა 9 სექტემბერს მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით, დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე განცხადებას გააკეთებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system