თავში

ბათუმში კორონავირუსით 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
ბათუმში კორონავირუსით 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად, დღეს, 6 იანვარს, ბათუმში 22 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი კლინიკა ბაუ-ში 12 დეკემბერს შეიყვანეს. 

მედიკოსების განმარტებით, მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, ხოლო თანმხლებ დაავადებად ჭარბი წონა სახელდება. 

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 119 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 800 შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 489 პირი.

გარდაიცვალა 20 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 666 პირი ემსხვერპლა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system