თავში

ბათუმში კორონავირუსით 49 წლის ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით 49 წლის ექიმი გარდაიცვალა
ბათუმში კორონავირუსით 49 წლის ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა, გარდაცვლილი პროფესით ექიმი ირმა სირაძეა, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა და ის კლინიკა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალ "ბაუში" რამდეინმე კვირის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  

49 წლის ირმა სირაძე კლინიკაში საკარანტინო სივრციდან 10 ნოემბერს გადაიყვანეს. მას თანმდევი დაავადება არ ჰქონდა.

„კორონავირუსით გამოწვეული გართულებები გახდა გარდაცვალების მიზეზი. შემოყვანის დროს ფილტვები ჰქონდა დაზიანებული. მაჩვენებელი იყო 17-18 ქულა. მიუხედავად ჩატარებული ღონისძებებისა, მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. ის მედიკოსია“- განაცხადა ჰოპსიტლის კლინიკურმა დირექტორმა მიშა მჟავანაძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა. სულ, ვირუსით გამოწველი გართულებების შედეგად, ქვეყანაში გარდაცვლილია 1 576 ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system