თავში

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღეს დადასტურებულ შემთხვევათაგან ერთი, ბათუმში დაფიქსირდა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ის ინფექციის გამოვლენამდე კარანტინში იყო განთავსებული. პაციენტი ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.  

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ახალი კორონავირუსის ადგილზე გავრცელების რისკები არ არის და ყველა თავდაცვითი ღონისძიება გატარებულია. 

''დღეს აჭარაში დადასტურდა იმპორტირებული ინფიცირების პირველი შემთხვევა. ჩვენი მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ და მდგომარეობა არის სტაბილური. მთავრობა მუშაობს იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით რაც გვაქვს. მოსახლეობას მინდა ვთხოვო არ ავყვეთ პანიკას, არ გვაქვს ამის არანაირი საფუძველი. ჩვენ ამ გამოწვევას მოვერევით. მუშაობს ყველა უწყება, განსაკუთრებით სამედიცინო დაწესებულებები'' - განაცხადა ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ.

როგორც ცნობილია, ინფიცირებულ პაციენტს სხვა ადამიანებთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტი არ ჰქონია. მას კარანტინში ყოფნის დროს დაუფიქსირდა ტემპერატურის მატება, რის შემდეგაც, დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ბოქსირებულ განყოფილებაში. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტია. კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში 73 პირია განთავსებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system