თავში

ბათუმში ქუჩის ხელოვნების დღე გაიმართა

ბათუმში ქუჩის ხელოვნების დღე გაიმართა
ბათუმში ქუჩის ხელოვნების დღე გაიმართა

პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში, ბათუმმა ქუჩის ხელოვნების დღეს უმასპინძლა. მასში მონაწილეობას პოლონელი და ქართველი მხატვრები იღებდნენ.

არტისტებმა ერთად მოხატეს თევზის ბაზრის მოპირდაპირედ მდებარე კედლები და ქალაქში სპეციალურად გამოყოფილი სხვა ადგილები.

პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ერთობლივი ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system