თავში

ბათუმში მე-13 სართულიდან გადმოვარდნილი ქალი გარდაიცვალა

ბათუმში მე-13 სართულიდან გადმოვარდნილი ქალი გარდაიცვალა
ბათუმში მე-13 სართულიდან გადმოვარდნილი ქალი გარდაიცვალა

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-13 სართულიდან გადმოვარდნილი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

შემთხვევა გუშინ მოხდა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული მრავლობითი მოტეხილობით კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, 51 წლის ქალს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა, რის გამოც რეანიმაციაში მოათავსეს, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ის გარდაიცვალა. 

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system