თავში

ბათუმში მომხდარი ყაჩაღობისას სახლის მეპატრონეს ბლაგვი საგანი ჩაარტყეს

ბათუმში მომხდარი ყაჩაღობისას სახლის მეპატრონეს ბლაგვი საგანი ჩაარტყეს
ბათუმში მომხდარი ყაჩაღობისას სახლის მეპატრონეს ბლაგვი საგანი ჩაარტყეს

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს. 

გაცრცელებული ინფორმაციით მძარცველი ხიმშიაშვილების საცხოვრებელ სახლში გამთენიისას შევიდა და სახლში არსებული ოჯახის სეიფის წაღებას ცდილობდა. 

ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც დამნაშავემ ბლაგვი საგნით თავის არეში მას ჭრილობა მიაყენა. 

დაშავებული 51 წლის მამაკაცია, რომელიც ბათუმის BMS-ის კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან.  

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Report.ge-ის განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system