თავში

"ბათუმში მსგავსი სტიქია ბოლო რამდენიმე წელია არ დაფიქსირებულა"

"ბათუმში მსგავსი სტიქია ბოლო რამდენიმე წელია არ დაფიქსირებულა"
ბათუმში მსგავსი სტიქია ბოლო რამდენიმე წელია არ დაფიქსირებულა

"ბათუმში მსგავსი სტიქია ბოლო რამდენიმე წელია არ დაფიქსირებულა,"- ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმის წყალი“  ავრცელებს. 

მათივე ცნობით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა სამსახური. მობილიზებულია "ბათუმის წყლის" სპეცტექნიკა და სანიაღვრე ქსელის ჯგუფები.

"სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. სანიაღვრე წყლების შეუფერხებლად გადინების მიზნით ზღვაში გამსვლელი არხები ინტენსიურად იწმინდება.ამ ეტაპზე ბათუმი-მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. ადგილზე თითქმის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა წვიმის შედეგად გამოწვეული პრობლემები მაქსიმალურად სწრაფად აღმოიფხვრას,"- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარაში დილიდან წვიმს. შეფერხებულია მანქანების გადაადგილება.

ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა.

დამსვენებლები ქალაქს ვერ ტოვებდნენ.

სინოპტიკოსები ნალექს ხვალამდე პროგნოზირებენ.

მეტეოროლოგების ინფორმაციით ხვალ დილის 11 საათიდან გამოიდარებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system