
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხით მოსიარულე დაშავდა. ჯავახიშვილის 9 ნომერთან მსუბუქი ავტომობილი არასრულწოოვანს დაეჯახა. ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში განათავსეს.
სამართალდამცველებმა მომხდარზე გამოძიება დაიწყეს.