თავში

ბათუმში, საავადმყოფოს მე-3 სართულიდან ინფიცირებული პაციენტი გადავარდა

ბათუმში, საავადმყოფოს მე-3 სართულიდან ინფიცირებული პაციენტი გადავარდა
ბათუმში, საავადმყოფოს მე-3 სართულიდან ინფიცირებული პაციენტი გადავარდა

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან კოვიდინფიცირებული 73 წლის კაცი გადავარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, პაციენტი სისხლჩაქცევებითა და მოტეხილობებით კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შემთხვევის მიზეზი უცნობია. 

,,დღეს, დაახლოებით, 19:00 საათზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა 73 წლის კოვიდ დადებითი პაციენტი. მამაკაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა. ის გახლავთ ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა. ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება", - აცხადებენ უწყებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system