თავში

ბათუმში საკარანტინო სივრციდან ბიჭი გადახტა

ბათუმში საკარანტინო სივრციდან ბიჭი გადახტა
ბათუმში საკარანტინო სივრციდან ბიჭი გადახტა

ბათუმში, საკარანტინო სივრცისთვის განკუთვნილი სასტუმროს მეოთხე სართულიდან 27 წლის ბიჭი გადახტა. ამის შესახებ Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. გადახტომის შედეგად მან დაზიანება მიიღო. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაიყვანეს

სამინისტროს ცნობით, 27 წლის ბიჭმა სარფის საზღვარი გუშინ გადმოკვეთა, რის შემდეგადაც სავალდებულო კარანტინში, თანმხლებ პირთან ერთად გადაიყვანეს. 

"მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. 

გამოძიებით დადგენილია, რომ 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში. 

14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა. 
დაშავებული ფ.ჯ. გადაყვანილია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში"
- აცხადებენ უწყებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system