თავში

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, კინოთეატრ "აპოლოს" კვერცხები დაუშინეს

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, კინოთეატრ "აპოლოს" კვერცხები დაუშინეს
ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, კინოთეატრ აპოლოს კვერცხები დაუშინეს

ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“, სადაც თბილისის პარალელურად ლევან აკინის ფილმის პრემიერა მიმდინარეობს, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები კინოთეატრში შეშვებას მოითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. პროტესტის ნიშნად, მათ კინოთეატრის მიმართულებით კვერცხები ისროლეს და პიროტექნიკა ააფეთქეს. 

საპროტესტო აქციის მონაწილეები ფილმის შეწყვეტას მოითხოვდნენ, რადგან, მათი თქმით, ფილმს არასრულწლოვანები ესწრებიან. 

And Then We Danced ქართული წარმომავლობის, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის მიერ შექმნილი ფილმია, რომელიც ქართული ნაციონალური ანსამბლის წევრი ორი ახალგაზრდა მამაკაცის - მერაბისა და ირაკლის სიყვარულზე მოგვითხრობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system