
ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.