თავში

ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება - VIDEO

ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება
ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება - VIDEO

19 ოქტომბრიდან ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ქალაქის მერიის განცხადებით, ავტობუსებში დაცული იქნება ყველა რეკომენდაცია. მძღოლები აღჭურვილნი იქნებიან პირბადეებით და გაკონტროლდება სოციალური დისტანციის დაცვა.

ამ დროისთვის ქალაქის მასშტაბით მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია უტარდება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა ამ ეტაპზე არ მოხდება.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system