თავში

ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი გაიხსნა

ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი გაიხსნა
ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი გაიხსნა

ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიხსნა. ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ წარმოდგენილია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის კუთხეები. მონაწილეები სოფლის ნობათს, კერძებს, სუვენირებსა და რეწვის ნიმუშებს წარმოადგენენ.

ფესტივალის ფარგლებში მოწყობილია სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები. გასართობი ღონისძიების პარალელურად იმართება აჭარის რეგიონში წარმოებული პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალი კულინარიულ მასტერკლასებს, საბავშვო აქტივობებსა და სხვადასხვა შინაარსის კონკურსებსაც მოიცავს.

ფესტივალი “განდაგანა” პირველად 2015 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system