თავში

ბათუში, აქციაზე მისულ დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს

ბათუში, აქციაზე მისულ დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს
ბათუში, აქციაზე მისულ დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს

ბათუმის ბულვარში გამართულ საპროტესტო აქციაზე მისულ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს, აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად თავზე ნაგავი დააყარეს და შეძახილებით "მონა", "მოღალატე" დაატოვებინეს ტერიტორია.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ჩავლეიშვილს არანაირი მორალური უფლება არ აქვს მოქალაქეებთან ერთად გამოხატოს პროტესტი, რადგან მან გაერთიანებულ ოპოზიციას უღალატა, მანდატი არ დათმო და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა.

ცნობისთვის, დღეს, ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system