თავში

ბათუმში, კორპუსის კედლის ნაწილი გაიბზარა - მოსახლეობამ შენობა დატოვა

ბათუმში, კორპუსის კედლის ნაწილი გაიბზარა - მოსახლეობამ შენობა დატოვა
ბათუმში, კორპუსის კედლის ნაწილი გაიბზარა - მოსახლეობამ შენობა დატოვა

ბათუმში, რურუას ქუჩაზე, 5-სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე კედელი გაიბზარა.

ამ წუთებში, მოსახლეობა გარეთ არის გამოსული. 

ოჯახები შენობაში ღამის გათენებაზე უარს ამბობენ. მათი თქმით, კორპუსში დარჩენა საშიშია. 

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

"ჩამოცვივდა ბეტონები, ბზარებია. ვითხოვთ შემოწმებას. გვეშინია აქ ცხოვრება. ჩემს საძინებელში დამსკდარია კედლები. ველოდებით შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს. ჩვენი მოთხოვნაა მოგვხედონ, ჩვენ აქ ვერ ვიცხოვრებთ", - აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრები აჭარის ტელევიზიასთან.

აღნიშნული კორპუსი 5 სართულიანია და მასში 72 ოჯახი ცხოვრობს.

შეთხვევის ადგილას მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system