თავში

ბათუშმი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუშმი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ბათუშმი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, კულტურული მემკვდირეობის ზონაში მსგავსი ტიპის ნაგებობის მშენებლობა არ უნდა ხორციელდებიოდეს, რადგან ეს ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. 

მათი თქმით, ისინი სამართლებრივი დავის დაწყებასაც აპირებენ.

აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. ერთმანეთს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ირაკლი ჩავლეიშვილი დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იმ ტერიტორიაზე მივიდა, სადაც აქცია მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, 16 სართულიანი კორპუსის მშენებლობის პროექტს, კომპანია შპს "ამბასადორ ბათუმი" ახორციელებს. პროექტი, შენობაში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრისა და სასტუმროს განთავსებას ითვალისწინებს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system