თავში

ბათუმის ბულვარის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ბათუმის ბულვარის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ბათუმის ბულვარის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 

ოფიციალურ მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში არსებული დარღვევები დასახელდა.

ირაკლი ჯინჭარაძე აცხადებს, რომ ის პროტესტის გამო „დასაჯეს".

შეგახსენებთ, რომ 30 მარტს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, ირაკლი ჯინჭარაძემ სანაპიროს ნაწილის ერთ-ერთი სასტუმროსთვის იჯარით გადაცემა გააპროტესტა.

საკრებულოში ხმაურისა და დაპირისპირების შემდეგ საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს. 

იმავე დღეს ბულვარში ახალ მშენებლობებზე მორატორიუმი გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system