თავში

ბავშვები ახალი წლის გარეშე არ უნდა დარჩნენ - მაია ცქიტიშვილი

ბავშვები ახალი წლის გარეშე არ უნდა დარჩნენ - მაია ცქიტიშვილი
ბავშვები ახალი წლის გარეშე არ უნდა დარჩნენ - მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა საკოორდინაციო საბჭომ ახალი წლის დღეებში რეგულაციების შემსუბუქება.

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, პანდემიის დროს ის ბავშვები, რომლებიც სკოლის გარეშე დარჩნენ, არ უნდა დარჩნენ ახალი წლის გარეშეც.

ბატონი ბიძინა კულუმბეგოვი იყო თქვენი რესპონდენტი, რომელიც საუბრობდა ფსიქოლოგიურ მომენტზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მდგომარეობა ასეთ პერიოდში. ახალი წელი ქვეყანაში უნდა იყოს, უნდა შევთანხმდეთ, რომ ბავშვებს, რომლებიც პანდემიის პირობებში იზრდებიან და სკოლის გარეშე დარჩნენ, სჭირდებათ ახალი წელი მათ და მოდით ახალი წლის გარეშეც ნუ დავტოვებთ."- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, 8 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში იხსნება ყველა სახის შეზღუდვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system