თავში

ბავშვების ინფიცირებამ მოიმატა - მაია ბუწაშვილი

ბავშვების ინფიცირებამ მოიმატა - მაია ბუწაშვილი
ბავშვების ინფიცირებამ მოიმატა - მაია ბუწაშვილი

ინფექციუონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ბავშვებში მაღალია. 

ბუწაშვილის განმარტებით, ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ის ფაქტია, რომ ბავშვები აცრილები არ არიან.

„ბავშვებში ვირუსის სიხშირემ მოიმატა და ეს ლოგიკურიც არის. პირველი ის, რომ "დელტა" უფრო გადამდებია და ახლა ყველა შტამი "დელტამ" ჩაანაცვლა, მეორე იმიტომ, რომ ბავშვები აუცრელები არიან. შესაბამისად, შემთხვევების რაოდენობა ბავშვებში უფრო მეტია, ვიდრე იყო წინა ტალღების დროს. გასაგებია, რომ ჰოსპიტლები სავსეა, მაგრამ ეს ცოტა არაობიექტურია და ამ ბავშვების ნაწილი შეიძლება მშობლების ზედმეტი შფოთვის, ექიმების გადაჭარბებული პასუხისმგებლობის გამოც ხვდებოდეს სტაციონარში“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ ახლა სამედიცინო სექტორზე წინა ტალღების მსგავსი წნეხი არ შეინიშნება და ვარაუდობს, რომ ეს ვაქცინაციის შედეგია.

„საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ისეთი წნეხი, როგორიც ეს იყო შარშან ნოემბრის ე.წ. ტალღის დროს, არ იგრძნობა. გვინდა ვივარაუდოთ, რომ ეს შეიძლება იმის დამსახურებაცაა, რომ ინფიცირებულთა ნაწილი აცრილია და მათთან ვირუსი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system