თავში

ბავშვებით ვაჭრობა და პროსტიტუცია-საქართველომ გაეროს სესიაზე ორი ანგარიში წარადგინა

ბავშვებით ვაჭრობა და პროსტიტუცია-საქართველომ გაეროს სესიაზე ორი ანგარიში წარადგინა
ბავშვებით ვაჭრობა და პროსტიტუცია-საქართველომ გაეროს სესიაზე ორი ანგარიში წარადგინა

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის 82-ე სესიაზე საქართველოს მიერ წარდგენილი ორი ანგარიში განიხილეს. დოკუმენტები ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პორნოგრაფიაში, პროსტიტუციასა და შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობის საკითხებს ეხება. სესიაზე მომხსენებელი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე იყო. მან სიტყვით გამოსვლისას იმ რეფორმებზე ისაუბრა რომელსაც საქართველოს ამ მიმართულებით ახორციელებს. საუბარია სოციალური მუშაკების სამსახურის რეფორმაზე, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ექსპულატაციის, პროსტიტუციის და ბავშვთა პორნოგრაფიისგან დაცვას.

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტი 18 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შედგება, რომელიც მონიტორინგს უწევს ბავშვთა უფლებათა კონვენციის ინპლემენტაციას გაეროს წევრ ქვეყნებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system