თავში

ბავშვებში ვირუსის გავრცელება მაღალია, დავამატეთ პედიატრიული საწოლები - გაბუნია

ბავშვებში ვირუსის გავრცელება მაღალია, დავამატეთ პედიატრიული საწოლები - გაბუნია
ბავშვებში ვირუსის გავრცელება მაღალია, დავამატეთ პედიატრიული საწოლები - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია. შესაბამისად, როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განმარტა, სამინისტრომ პედიატრიული საწოლების რაოდენობა გაზარდა.

"მინდა აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ გასული ორი-სამი დღის განმავლობაში განვახორციელეთ პედიატრიული საწოლების მობილიზება. რაც მიუთითებს ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე. 

თბილისში მობილიზებულია 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე-მესამე ტალღის პერიოდში დაუტვირთავი იყო, უკვე გადატვირთულია და მოგვიხდა დამატებითი საწოლების მობილიზება. ინფექციის გავრცელების რისკები იზრდება“, - განაცხადა გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system