თავში

,,ბავშვი ჩავარდა შახტაში, კაბინა არ ჩაწყვეტილა"

,,ბავშვი ჩავარდა შახტაში, კაბინა არ ჩაწყვეტილა"
,,ბავშვი ჩავარდა შახტაში, კაბინა არ ჩაწყვეტილა

ბავშვი ლიფტის შახტაში პირველი სართულიდან ჩავარდა, კაბინა არ ჩაწყვეტილა, - ლიფტის ხელოსანი გლდანში მომხდარი შემთხვევის შესახებ საუბრობს. 

სპეციალისტის თქმით, ლიფტი შემოწმებული იყო და ის გამართულად მუშაობდა.

,,ბავშვი ჩავარდა შახტაში, კაბინა არ ჩაწყვეტილა, მუშაობდა. სავარაუდოდ, ბავშვი პირველი სართულიდან ჩავარდა, მეტრანახევრიანი დაშორებაა და შესაძლებელია ასეთი დაზიანებები მიეღო. ლიფტი შემოწმებული იყო და მას არავითარი დაზიანება არ ჰქონდა. ბავშვის შახტაში ჩავარდნის შემდეგ ლიფტი აგრძელებდა მუშაობას, ბავშვი ჩავარდნიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ იპოვეს, როდესაც მშობლებმა მისი ძებნა დაიწყეს", - განაცხადა ლიფტის ხელოსანმა.

შეგახსენებთ, თბილისში, გლდანში, ლიფტის შახტაში ექვსი წლის ბავშვი ჩავარდა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

ადგილობრივები გლდანში ლიფტების შემოწმებას ითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system