თავში

"ბავშვი შეშფოთებულმა მამამ მომიყვანა" - ნატა გაგუა ბრალდებებს პასუხობს

"ბავშვი შეშფოთებულმა მამამ მომიყვანა" - ნატა გაგუა ბრალდებებს პასუხობს
ბავშვი შეშფოთებულმა მამამ მომიყვანა - ნატა გაგუა ბრალდებებს პასუხობს

ცნო­ბი­ლი ნუტრიციოლოგი ნატა გა­გუა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ნა­თე­სა­ვის ბრალ­დე­ბებს პა­სუ­ხობს. 

მისი თქმით, ცოლ-ქმრის კონფლიქტში ჩარევა არასოდეს უფიქრია, თუმცა ბავშვი მიიღო, რადგან მასზე, როგორც საკუთარ სისხლსა და ხორცზე გული შეტკივა.

"სა­ზღვა­რი არ­სე­ბობს ამ­ქვეყ­ნად, მო­რა­ლუ­რი სა­ზღვა­რი და იუ­რი­დი­უ­ლიც, ეს ჩემ­ზე უკეთ მო­გეხ­სე­ნე­ბათ მე­გობ­რე­ბო. ეს სა­ზღვა­რი რომ გა­და­ი­ლა­ხა რო­გორც ერთი, ისე მე­ო­რე, სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ამ სტა­ტუ­სის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა. სხვა­ნა­ი­რად გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო ჩემ­გან ასე­თი, ესეც კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა ვინც მე მიც­ნობს, მიც­ნობს რო­გორც პი­როვ­ნე­ბას, მო­ქა­ლა­ქეს და ექიმს. სა­ნამ ადა­მი­ა­ნე­ბი გვქვია დის შვი­ლიშ­ვი­ლი იგი­ვე შენი შვი­ლიშ­ვი­ლია, გული შეგ­ტკი­ვა მას­ზე რო­გორც მშობ­ლი­ურ­ზე, რო­გორც სა­კუ­თარ სის­ხლსა და ხორ­ცზე.

სწო­რედ ამ მო­მენ­ტმა იქო­ნია გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­დე­საც ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის გამო ბავ­შვის ბედ­თან შე­ხე­ბა მო­მიხ­და. ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბით შეშ­ფო­თე­ბულ­მა მა­მამ მო­მიყ­ვა­ნა იგი სახ­ლში, ჩემ­მა დის­შვილ­მა. აი, ამის შემ­დეგ და­ი­წყო კოშ­მა­რი, რო­მე­ლიც ყო­ველ­გვა­რი ადა­მი­ა­ნო­ბის სა­ზღვრებს გა­დაც­და და უფრო მე­ტიც, ცი­ლის­წა­მე­ბის რელ­სებ­ზე გა­და­იჭ­რა აშ­კა­რად წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მო­სუ­ლი ბავ­შვის დე­დის დამ­სა­ხუ­რე­ბით და წყა­ლო­ბით. ადა­მი­ა­ნის თა­ნაგ­რძნო­ბა შე­მიძ­ლია (ორი­ვე მშობ­ლის თა­ნაგ­რძნო­ბა­მაც გა­მო­იწ­ვია ბუ­ნებ­რი­ვია ჩემი ბავ­შვის ბე­დით და­ინ­ტე­რე­სე­ბა ამ კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში) და არც იმ ადა­მი­ან­თა კა­ტე­გო­რი­ას გან­ვე­კუთ­ვნე­ბი, ვი­ნაც თავს უფ­ლე­ბას მის­ცემს ცოლ-ქმრულ კონ­ფლიქ­ტში ჩა­ე­რი­ოს და მათი პი­რა­დი საქ­მე­ე­ბი არ­ჩი­ოს.

მაგ­რამ იმას რა­საც თაკო (თამ­თა) პა­ჭ­კო­რია სჩა­დის ნამ­დვი­ლად ვერ და­ვუ­ხუ­ჭავ თვალს, რო­გორც პი­როვ­ნუ­ლად, ისე იუ­რი­დი­უ­ლად, თუკი ეს ადა­მი­ა­ნი თა­ვის პო­ზი­ცი­ას არ შეც­ვლის და სა­ჯა­როდ არ და­ა­ფიქ­სი­რებს ამას, თუნ­დაც ადა­მი­ა­ნუ­რად ბო­დი­შის მოხ­დის სა­ხით. ცი­ლის­წა­მე­ბა, მძი­მე და სა­ში­ნე­ლი მო­ლან­დე­ბა-ბრალ­დე­ბე­ბის შე­თხზვა და შე­თი­თხვნა ჩემი მი­სა­მარ­თით, იუ­რი­დი­უ­ლი მი­სა­მარ­თის სა­ჯა­რო და­ფიქ­სი­რე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის მო­წო­დე­ბა პირ­და­პირ გა­მო­ი­ლაშ­ქრონ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, რო­გორც ბავ­შვის გამ­ტა­ცებ­ლის და უფრო მე­ტიც, პერ­სპექ­ტი­ვა­ში მიმ­თვი­სებ­ლის.

მარ­თლაც სა­ზღვა­რი აქვს ყვე­ლა­ფერს, ეს სა­ზღვა­რი გა­და­ი­ლა­ხა და იმი­ტო­მაც ვწერ ასე მშრა­ლად, მკაც­რად და სა­ჯა­როდ, ვი­მე­ო­რებ. იუ­რი­დი­უ­ლი კა­ნო­ნი არ­სე­ბობს და სა­სა­მარ­თლო, ესეც კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა ყვე­ლას და ნურც ნუ­რა­ვის და­ა­ვი­წყდე­ბა, მათ შო­რის პა­ტა­რა ელე­ნი­კოს აშ­კა­რად ჯან­საღ და სწორ აზ­როვ­ნე­ბას მო­წყვე­ტილ დე­დას. ბავ­შვის მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბა და ბე­დია გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლი, მა­ფიქ­რებს და მა­წუ­ხებს ეს ამ­ბა­ვი, მა­მუხ­რუ­ჭებს აგ­რეთ­ვე, თო­რემ ალ­ბათ აქამ­დეც მი­ვი­ღებ­დი მკაცრ და სა­მარ­თლი­ან ზო­მებს.

და მა­ინც: იქ­ნებ აჯო­ბებ­და სწო­რედ ბავ­შვის მო­მა­ვალ­ზე ვი­ფიქ­როთ მის­მა ნა­თე­სა­ვებ­მა ყვე­ლამ ერ­თად და არა იმის შე­სა­ხებ ერ­თმა­ნეთს ცილი დავ­წა­მოთ და შე­ვუ­რა­ცხყოთ და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად და უსა­ფუძ­ვლოდ.ლა­ივს ლა­ივ­ზე რთავს და მის საქ­ცი­ელს ვხე­დავ­დი არა მარ­ტო მე, არა­მედ მისი ყვე­ლა ფე­ის­ბუქ მე­გო­ბა­რი. იმა­ზე მეტი და­ა­ნა­ხა ხალ­ხს ვიდ­რე წარ­მო­მედ­გი­ნა და და­ვუშ­ვებ­დი. რომც მო­მე­ყო­ლა, ალ­ბათ არც და­ი­ჯე­რებ­დით, მაგ­რამ ტოტი რო­მელ­ზეც იჯდა თა­ვად მო­იჭ­რა რამ­დე­ნი­მე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი ლა­ი­ვე­ბით. ყვე­ლა­ფერს აქვს მარ­თლა სა­ზღვა­რი. თა­კოს ყავს მშობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი და კი­დევ ბევ­რი კე­თი­ლის მსურ­ვე­ლი, ნუთუ არა­ვინ აღ­მოჩ­დით მათ შო­რის საღი გო­ნე­ბის პატ­რო­ნი?

ყვე­ლამ თა­ვის საქ­ცი­ელ­ზე აგოს პა­სუ­ხი, ხოდა მო­ემ­ზა­დეთ, მერე არ და­მი­დოთ ექი­მის დას­კვნე­ბი არა­ჯან­მრთელ მდგო­მა­რე­ო­ბებ­ზე და ა.შ. გა­აზ­რე­ბულ ცი­ლის­წა­მე­ბას და ბო­რო­ტე­ბას შე­სა­ბა­მი­სად გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი! უფა­ლი ზე­ობს, გულ­თამ­ხი­ლა­ვი და ყოვ­ლისმხე­დი, მა­ინც ამ ნო­ტა­ზე მინ­და და­ვას­რუ­ლო ეს სტა­ტუ­სი: მან იცის რო­მელ­მა გუ­ლის­ტკი­ვილ­მა მა­ფიქ­რი­ნა და და­მა­წე­რი­ნა ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმუ­ლი. კი­დევ ერთხელ მა­პა­ტი­ეთ მე­გობ­რე­ბო აქამ­დე რომ ვდუმ­დი და ინ­ფორ­მა­ცი­ულ ვა­კუ­უმ­ში გამ­ყო­ფებ­დით ჩემს მი­მართ გა­მოთ­ქმულ ცი­ლისმწა­მე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ალ­ბათ მა­ინც ვფიქ­რობ­დი, რომ დრო­ზე მო­ე­გე­ბო­და გონს აშ­კა­რად ში­ნა­გა­ნად გზა­აბ­ნე­უ­ლი და შეც­დო­მი­ლი ბავ­შვის დედა, რო­გორც ჩანს ვცდე­ბო­დი" - წერს ნატა გა­გუა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system