თავში

"ბავშვს შეენგრა გულ-ფიცარი, მძორი მამამისი გადარჩა"

"ბავშვს შეენგრა გულ-ფიცარი, მძორი მამამისი გადარჩა"
ბავშვს შეენგრა გულ-ფიცარი, მძორი მამამისი გადარჩა

არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" დამფუძნებელი ბაია პატარაია გუშინ მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რომელსაც 12 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

"ნიუსი წავიკითხე, 12 წლის ბავშვი კალთაში ეჯდა გამტყვრალ მამას... საჭე ვეღარ დაიმორჩილა. ბავშვი დაიღუპა ადგილზე, შეენგრა გულ-ფიცარი. მძორი მამამისი გადარჩა უვნებელი. მძულს ეს ტოქსიკური მასკულინობა და "კაცობა", რაც მთვრალზე "ლიხაჩობას" კარგ ტონად მიიჩნევს და შვილის ნივთად გამოყენებას კიდევ. დეგენერატი მთვრალი მამა რასაც უბრძანებს, ის რომ უდნა აკეთოს ცოლ-შვილმა.

საბრალო ბავშვი 

პ.ს. ერთ ქალს ვიცნობ, მასე მოუკლა მთვრალმა კაცმა 5 წლის შვილი და მერე ამასაც კლავდა ხოლმე ცემით..." - წერს პატარაია. 

გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი დაიღუპა. გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, მანქანას ბავშვის მამა მართავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას მართვისას 12 წლის შვილი კალთაში ეჯდა.

ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც მოზარდი კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, ის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system