
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბავშვთა ცხელი ხაზის 111-ის მეშვეობით მშობლებს საშუალება ექნებათ მათ საჭიროებებთან დაკავშირებით ონლაინ კლინიკას დაუკავშირდნენ.
“ბავშვთა ცხელი ხაზი - 111, ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაარსდა. ცხელი ხაზი მოემსახურება შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას კოვიდის მიმართულებით და არა მხოლოდ. ცხელ ხაზზე დაკავშირების შედეგად მშობლებს საშუალება მიეცემათ, მათი საჭიროებები გადაეცეს ონლაინ კლინიკას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს დაარსებულია. ყველაფერი აყვანილი იქნება ქალბატონი თამარ ბარკალაიას პირადი კონტროლის ქვეშ, რომ ყველა საჭიროება, რომელიც ბავშვებს და მშობლებს აქვთ პანდემიის პირობებში, იყოს გათვალისწინებული და მყისიერი რეგირება განხორციელდეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.