თავში

ბავშვზე აღარ ილაპარაკო შე არაკაცო - ვახო სანაია "უცნობს"

ბავშვზე აღარ ილაპარაკო შე არაკაცო - ვახო სანაია "უცნობს"
ბავშვზე აღარ ილაპარაკო შე არაკაცო - ვახო სანაია უცნობს

ტელეწამყვანი ვახო სანაია გია გაჩეჩილაძის განცხადებას ამჯერად სატელევიზიო ეთერით ეხმაურება.

სანაიას თქით, გია გაჩეჩილაძე (უცნობი) არის სოროში მჯდარი, რომელიც გამოდის მაშინ როდესაც იქ ფული მოაკლდება

"უცნობზე რა უნდა ვთქვათ - ის არის სოროში მჯდარი, რომელიც გამოდის მაშინ როდესაც იქ ფული მოაკლდება ან ბოტასის, ან ქუდის, ან შარვლის; იწყებს ვაჭრობას ხელისუფლებებთან, შემდეგ გამოივაჭრებს და ისე რომ კაციშვილს ანგარიშს არ უწევს, შედის ისევ თავის სოროში. ეს არის უცნობი, რომელმაც თვითონ აღიარა რა გააკეთა წინა ხელისუფლების დროს, სიხშირეზე რომ ვაჭრობდა... რა გააკეთა მაესტროსთან დაკავშირებით - პირდაპირ ჩააბარა მაესტრო სხვებთან ერთად ხელისუფლებას და თავისი ხელით მოსპო მაესტრო... თუკი საქმე გაქვს, ბავშვზე აღარ ილაპარაკო შე არაკაცო, მე მელაპარაკე. ესენი ლაპარაკობენ კაცობაზე, ეს კაცი საერთოდ რაზე უნდა ლაპარაკობდეს?!" - განაცხადა ვახო სანაიამ "ფორმულას" ეთერში. 

შეგახსენებთ, "უცნობი" პროკურატურისგან ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის დაკავებული პირების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს აანონსებს.

ვახო სანაია გაჩეჩილაძის განცხადებას სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system