თავში

ბაზალეთის გაყინულ ტბაზე გადაადგილება საშიშია

ბაზალეთის გაყინულ ტბაზე გადაადგილება საშიშია
ბაზალეთის გაყინულ ტბაზე გადაადგილება საშიშია

მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბაზალეთის ტბის გაყინვის შემდეგ მასზე სხვადასხვა მიზნით გადაადგილდება მოსახლეობის ნაწილი, რაც საფრთხის შემცველია.

"დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ბაზალეთის ტბის როგორც მიმდებარე ისე გაყინული წყლის ტერიტორიაზე ბოლო დღეებია სხვადასხვა მიზნებისთვის მოსახლეობის აქტიური გადაადგილება შეინიშნება. ტემპერატურის კლების გამო რამდენიმე დღეა ტბა გაყინულია მასზე გადაადგილება კი საფრთხის შემცველია.

ადგილზე მოქალაქეების უსაფრთხოების გამო მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც იქ მისულ მოქალაქეებს ტბაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს დაემორჩილონ მოწოდებას და უსაფრთხოებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ ტბაზე გადაადგილებისაგან",- აღნიშნულია განცხადებაში

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system