თავში

BBC წყალტუბოს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის - VIDEO

BBC წყალტუბოს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის
BBC წყალტუბოს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის  - VIDEO

BBC ქართული კურორტის, წყალტუბოს ისტორიას, აწმყოს, არქიტექტურასა და ტურისტულ პოტენციალს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის.

ავტორი ყვება, რომ წყალტუბოში სანატორიუმის სახელით ცნობილი 20-მდე სასტუმროა, რომელთა უმეტესობა მიტოვებულია. 

"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სანატორიუმების უმეტესობა დაცარიელდა და დაიხურა, 1993 წელს კი, აფხაზეთის ომის შემდეგ, სანატორიუმები დევნილებმა დაიკავეს. უკვე 27 წელია, ამ ოდესღაც მდიდრულ შენობებში, ომს გამოქცეული ოჯახები ცხოვრობენ, რომლებიც აქაურობას სახლს ეძახიან" - აღნიშნავს ავტორი. 

მისივე თქმით, ბევრი მათგანი მთავრობისგან უკვე დაკმაყოფილდა ახალი საცხოვრებელი ფართით, თუმცა 1100 ოჯახი ამ დრომდე ელოდება ახალ თავშესაფარს. 

შენობების ინტერიერის დათვალიერებისას ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ერთი შეხედვითაც იგრძნობა ამ შენობების ბრწყინვალება და ძველი დიდება. 

რაიენ დემეტრიე მაყურებელს სტალინის პერსონალურ აბანოსაც ათვალიერებინებს და აღნიშნავს, რომ სტალინის მსგავსად, ბევრს სჯეროდა წყალტუბის წყლების სამკურნალო თვისებების, რითაც კურორტი იყო განთქმული. 

რეპორტაჟის ბოლოს ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ წყალტუბოში ტურიზმი ნელ-ნელა ბრუნდება. ხელისუფლება კურორტის რეაბილიტაციისთვის მილიონობით ლარის დახარჯვას გეგმავს, მანამდე კი, მისივე თქმით, ქალაქის დიდი ნაწილი საბჭოთა რელიქვიად და უსახლკაროთა თავშესაფრად რჩება. 

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა წყალტუბო BBC-ის ობიექტივში მოხვდა. მაუწყებელმა ქართულ კურორტს ოქტომბერში სტატია მიუძღვნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system