თავში

ბექა დოჭვირი: კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე ეფექტური მობილობის დავარდნაა

ბექა დოჭვირი: კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე ეფექტური მობილობის დავარდნაა
ბექა დოჭვირი: კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე ეფექტური მობილობის დავარდნაა

შეზღუდვების ძირითადი მიზანია, რომ ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს და პირველ რიგში, მოხდეს მობილობის დავარდნა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოში არსებული გამოცდილებითა და პრაქტიკით, ყველაზე ეფექტური კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში არის, პირველი, მობილობის დავარდნა, ასევე, პირბადის ტარება, დისტანციისა და ელემენტარული ჰიგიენური წესების დაცვა.

„მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ მეგულება, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ასახავდა შემცირების მონაცემებს. ამ შეზღუდვების ძირითადი მიზანია, რომ ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს და პირველ რიგში, მოხდეს მობილობის დავარდნა, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში არსებული გამოცდილებითა და პრაქტიკით, ყველაზე ეფექტური კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში არის, პირველი, მობილობის დავარდნა, ასევე, პირბადის ტარება, დისტანციისა და ელემენტარული ჰიგიენური წესების დაცვა. შესაბამისად, ჩვენ, აღნიშნული რეგულაციები გვაქვს 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით და უკვე 31 იანვარს და შემდგომ პერიოდში გვექნება შესაძლებლობა, რომ აღნიშნული შეზღუდვების შედეგები შევაფასოთ“, - აღნიშნა ბექა დოჭვირმა.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები მკაცრდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system