თავში

ბექა ფერაძე: შეზღუდვების მიუხედავად საქმიანობას 5792 ობიექტი აგრძელებდა

ბექა ფერაძე: შეზღუდვების მიუხედავად საქმიანობას 5792 ობიექტი აგრძელებდა
ბექა ფერაძე: შეზღუდვების მიუხედავად საქმიანობას 5792 ობიექტი აგრძელებდა

საქმიანობა შეუჩერდა 5792 ობიექტს, რომლებიც შეზღუდვების მიუხედავად აგრძელებდნენ არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას და დაჯარიმდა 7 ობიექტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა.

ბექა ფერაძის თქმით, ზეპირსიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილება მიიღო 16 733-მა ობიექტმა.

,,მას შემდეგ, რაც ამოქმედდა იზოლაციისა და კარანტინის წესების დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის, 23 მაისის 322-ე დგენილება და დაიწყო მკაცრი აღსრულება გამკაცრებული მონიტორინგი რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით. აღსრულება დაევალა რამდენიმე სახელმწიფო უწყებას, ეს არის - შრომის ინსპექცია, შემოსავლების სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საზედამხედველო სამსახურები და პროცესში, ასევე აქტიურადაა ჩართული საპატრულო, კრიმინალური და ფინანსური პოლიციის დეპარტამენტები. 

ამ დროის მონაცემებით, სულ შემოწმდა 22 532 ობიექტი, მათ შორის წერილობით და ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 16 733 ობიექტს. საქმიანობა შეუჩერდა 5792 ობიექტს, რომლებიც შეზღუდვების მიუხედავად აგრძელებდნენ არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას და დაჯარიმდა 7 ობიექტი. 

ბუნებრივია, ხდება მათი რემონიტორინგი პერიოდულად, გუშინ შემოწმდა 2719-ის ობიექტი, რამდენად შეწყვიტეს საქმიანობა და დადასტურდა, რომ ისინი ნამდვილად ონლაინ და დისტანციურ რეჟიმზე იყვნენ გადასულნი, რაც შეეხება რეგიონალურ ჭრილში შემდეგნაირად არის შემოწმება გადანაწილებული: თბილისის მასშტაბით - 8416 ობიექტი, იმერეთში- 3331, აჭარაში- 2454, ქვემო ქართლი- 1994, კხეთი-1344, სამეგრელო-ზემო სვანეთი-1851, შიდა ქართლი -1277, გურია-689, მცხეთა-მთიანეთი -428, სამცხე-ჯავახეთი -741, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი ეს არის 7 ობიექტი", - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system