თავში

ბექა ვარდოსანიძე დაკავებულია

ბექა ვარდოსანიძე დაკავებულია
ბექა ვარდოსანიძე დაკავებულია

ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე დაკავებულია. 

ინფორმაცია ამის შესახებ მისმა ადვოკატმა თემურ ლომიძემ გაავრცელა. 

მისივე თქმით, ვარდოსანიძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, მას პოლიციისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან. 

დამატებითი დეტალები უცნობია.

"ბექას ვახლდი თან, პოლიციაში შევედით, მოგვიწია ცოტა ხანი ლოდინი. ვერ წამოვიდგენდით, რომ ასე განვითარდებოდა სიტუაცია, ჩვენ გვეგონა, რომ იქ ვიყავით მისული ჟურნალისტის მიერ განცხადების შეტანის საფუძველზე. როგორც პოლიციის უფროსმა განმარტა, მოხდა ბექას დაკავება პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, რაც არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ითვალისწინებს ფულად ჯარიმას ან 15-დღიან პატიმრობას. შევეცდებით გავარკვიოთ სიტუაცია და დავიხსნათ ბექა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან", - განაცხადა ადვოკატმა "ფეისბუქლაივში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system