თავში

"ინფიცირების შემდეგ ვაქცინაცია აუცილებელია" - კულუმბეგოვი

"ინფიცირების შემდეგ ვაქცინაცია აუცილებელია" - კულუმბეგოვი
ინფიცირების შემდეგ ვაქცინაცია აუცილებელია - კულუმბეგოვი

რადგან არავის აქვს გარანტია გადატანილი ვირუსის დროს იმუნიტეტი როდის განილევა, შესაბამისად ინფიცირების შემდეგ ვაქცინაცია აუცილებელია, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

"ჩვენ ვიცით, რომ ჯერჯერობით გადატანილ ინფექციას კარგი იმუნიტეტი აქვს და დღეს მასობრივად არ გვხვდება, რომ ადამიანები ადვილად რეინფიცირებას განიცდიდნენ, თუმცა არის რეინფიცირების შემთხვევები, რომლებიც საქართველოში დაფიქსირდა, ზოგიერთი მათგანი 2-3 თვეშიც კი მოხდა, შესაბამისად, რადგან არავის აქვს გარანტია გადატანილი ვირუსის დროს მყარი იმუნიტეტის არსებობის და როდის განილევა ეს იმუნიტეტი არავინ იცის, ამიტომ, ვაქცინაცია ინფიცირების შემდეგ აუცილებელია. საქართველოში ასეთი ადამიანებისთვის, 120-დღიანი პერიოდია აღებული“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system