თავში

ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრის შედეგად დაშავებულები რეანიმაციაში რჩებიან

ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრის შედეგად დაშავებულები რეანიმაციაში რჩებიან
ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრის შედეგად დაშავებულები რეანიმაციაში რჩებიან

ფიროსმანის ქუჩაზე, „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარედ, ბენზინგასამართ სადგურ "სენტაზე" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. როგორც Report.ge-ს "ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის" ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტების მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. ორი მათგანი მკურნალობას ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს, ხოლო ერთი დაშავებული ქირურგიულ განყოფილებაში რჩება. ექიმის თქმით, სამივე პაციენტს ღრმა დაზიანებები აქვს სახისა და კიდურების არეში. რაც შეეხება პროგნოზს, გუგა ქაშიბაძის თქმით, დაშავებულების მდგომარეობა კეთილსაიმედოა. 

7 დეკემბრს, ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი პირი დაშავდა. მათ შორის, ერთი ქალი, ერთი არასრულწლოვანი და სამი მამაკაცი. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. ხანძრის ლიკვიდაცია სწრაფად მოხერხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკებში გადაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system