თავში

ბერამ მითხრა რომ მექნებოდა სერიოზული პრობლემები - ტატო ცეცხლაძე

ბერამ მითხრა რომ მექნებოდა სერიოზული პრობლემები - ტატო ცეცხლაძე
ბერამ მითხრა რომ მექნებოდა სერიოზული პრობლემები - ტატო ცეცხლაძე

ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცხადაძე, რომელიც ახლა აშშ-ში ცხოვრობს, აცხადებს, რომ კრიტიკული პოსტის გამო მას ბერა ივანიშვილი პირადად ესაუბრა და პრობლემების შექმნით დაემუქრა.

მისი თქმით, მუქარის მიზეზი მის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტი გახდა, სადაც ის ამბობდა, რომ ბერა ივანიშვილმა რესტორანში ხურდა არ დატოვა. 

"ეს იყო 5 წლის წინ 2016 წელს, როდესაც მე დავწერე პოსტი ბერა ივანიშვილზე. მე მაშინ მქონდა შვებულება და იმ პერიოდში ვმუშაობდი ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად და ერთ დღეს, როდესაც ბერა ივანიშვილი იყო რესტორანში, როგორც მომხმარებელი. მან არ დატოვა ე.წ "თიპი" (ხურდა), ამაზე დავწერე რაღაც სტატუსი სოციალურ ქსელში და ამის შემდეგ ბერა ივანიშვილი დაუკავშირდა რესტორნის მფლობელს და იყო შანტაჟი მის მიმართ. ამ სტატუსის დაწერიდან დაახლოებით ნახევარ საათში გაჩნდა ობიექტის მფლობელი, მენეჯერი და ყველა ადამიანი, ვინც კი მუშაობდა, ყველა იყო მოსული ობიექტზე და მფლობელმა მთხოვა რომ წამეშალა სტატუსი, მე ვუთხარი უარი, რადგან არ მინდოდა ამის წაშლა, რადგან სტატუსი იყო ჩემს პირად გვერდზე. ამის შემდეგ მფლობელს დაუკავშირდა უშიშროების წარმომადგენელი, რომელიც შემდეგ ტელეფონით გადმომრთო მე და ვესაუბრე მას, ამის შემდეგ ვესაუბრე ბერა ივანიშვილსაც", - აცხადებს ტატო ცეცხლაძე.

ჟურნალისტის განცხადებით, უშიშროების წარმომადგენელთან საუბრის შემდეგ მას პირადად ბერა ივანიშვილი ესაუბრა და დაემუქრა.

"ბერა ივანიშვილმა მითხრა, რომ როგორც მიმტანანმა, რადგან მილიონერის შვილი იყო გადავწყვიტე მასზე ფულის გაკეთება,მითხრა რომ მე ვიყავი მიგზავნილი კონკრეტული პარტიების მიერ ფულის გაკეთების მიზნით. მომაყენა ძალიან პირადი შეურაცხყოფა, არ მინდა საეთერო საშუალებით ვთქვა ეს სიტყვები, რადგან არ მეხება პირადად მე, ეხება ოჯახის წევრებს. მითხრა, რომ თუ სტატუსს არ წავშლიდი, მექნებოდა სერიოზული პრობლემები", - აცხადებს ცეცხლაძე ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system