თავში

ბერას მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო ჩემს მულს თავს დაესხნენ - ანიტა რაჭველიშვილი

ბერას მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო ჩემს მულს ა რაჭველიშვილი
ბერას მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო ჩემს მულს თავს დაესხნენ - ანიტა რაჭველიშვილი

ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი ვარაუდობს, რომ გასულ წელს მის მულზე თავდასხმა ბერა ივანიშვილის მიმართ გამოქვეყნებული პოსტის გამო მოხდა. 

გუშინ გავრცელებული აუდიოჩანაწერების გავრცელების პარალელურად, მედიაში გამოჩნდნენ პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან კრიტიკაზე შეუსაბამო მუქარისა და დაშინების მცდელობების შესახებ საუბრობენ. მათ შორისაა მომღერალი ანიტა რაჭველიშვილიც, რომელმაც კომენტარი დღეს "ტვ პირველს" მისცა. 

მისი თქმით, გასული წლის ოქტომბერში მან Facebook-ზე ბერა ივანიშვილის მიმართ კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა. 

"ამ სტატუსის დაწერიდან ზუსტად მეორე დღეს, ჩემი მული, რომელიც ჩემი მანქანით მოძრაობდა, შუქნიშანთან გაჩერდა, ელოდებოდა წითელს. შეუვარდა ვიღაც ბიჭი, დაუწყო ყვირილი. იგინებოდა, გაუგებარ რაღაცებს აკეთებდა ხელებით, - ანუ აშინებდა. იქვე იდგა პატრულის ეკიპაჟი სადღაც 5 მეტრში - 10 მეტრში, რომელმაც დაინახა თუ არა, რა ხდებოდა, უბრალოდ დაიძრნენ და წავიდნენ ადგილიდან.

ჩვენი მივმართეთ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციას. საჩივარი დავწერეთ და მოვითოხვეთ, რომ ეს შემთხვევა გამოძიებულიყო. ჩვენება მისცა ჩემმა მულმაც, თუმცა დღემდე არაფერი გაგვიგია ამ საქმის შესახებ", - განაცხადა მომღერალმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system