თავში

ბერი ნიკოლოზის მრევლი ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა

ბერი ნიკოლოზის მრევლი ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა
ბერი ნიკოლოზის მრევლი ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ფონიჭალაში, ბერი ნიკოლოზის სახლთან მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ report.ge-ს საგამოძიებო უწყებიდან აცნობეს.  შსს-ს ინფორმაციით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც გადამღებმა ჯგუფმა დაზიანებები მიიღო. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. 

ბერი ნიკოლოზის მრევლში თვლიან, რომ ჟურნალისტები ღირსები იყვნენ ეცემათ, რადგან მათ ხელი შეუშალეს ლოცვაში. 

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 154-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ცნობისთვის, ბერი ნიკოლოზი, იგივე ნარიმან მაქარაშვილი საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ მორჩილებაში არ იმყოფება და არც მღვდელმოქმედებას ასრულებს. მიუხედავად ამისა, მრევლი მის ფანჯრებთან მაინც იკრიბება და უმღერის. მოქალაქეები მის ფანჯრებთან ლოცულობენ და უგალობენ. მათ სჯერათ, რომ ბერი ნიკოლოზი სასწაულმოქმედია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system