თავში

,,ბევრი მეკითხება რას ვაპირებ" - რა გეგმები აქვს ნათია მეზვრიშვილს გადადგომის შემდეგ

,,ბევრი მეკითხება რას ვაპირებ" - რა გეგმები აქვს ნათია მეზვრიშვილს გადადგომის შემდეგ
,,ბევრი მეკითხება რას ვაპირებ - რა გეგმები აქვს ნათია მეზვრიშვილს გადადგომის შემდეგ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბევრი ეკითხება, რას აპირებს, მას შემდეგ რაც თანამდებობა დატოვა. 

მეზვრიშვილი სამომავლო გეგმების შესახებ Facebook-ში წერს.

„საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ბევრი მეკითხება რას ვაპირებ. შეძლებისდაგვარად მოკლედ ვიტყვი: ვაპირებ, წლების განმავლობაში საჯარო სამსახურში დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა, ნებისმიერი გზით, აქტიურად მოვახმარო დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სამართალდამცავი სისტემების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ რეალურ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რომლებიც პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრია. ვაპირებ იმ რეფორმებზე და მნიშვნელოვან წამოწყებებზე მუშაობის გარედან გაგრძელებას, რომლებიც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი", - წერს ნათია მეზვრიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა 23 ნოემბერს დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system