თავში

"ბევრი ადამიანი ვართ რეალური ისტორიებით, მათთვის ვწერ, ვინც ჯერ კიდევ ორჭოფობთ" - ნინო ჭელიძე

"ბევრი ადამიანი ვართ რეალური ისტორიებით, მათთვის ვწერ, ვინც ჯერ კიდევ ორჭოფობთ" - ნინო ჭელიძე
ბევრი ადამიანი ვართ რეალური ისტორიებით, მათთვის ვწერ, ვინც ჯერ კიდევ ორჭოფობთ - ნინო ჭელიძე

ჟურნალისტი ნინო ჭელიძე, რომლის კოვიდინფიცირებული მამა საავადმყოფოშია მოთავსებული, სოციალურ ქსელში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე წერს:

"პირველი დოზით აცრიდან სახლში რომ დავბრუნდი და მამაჩემს ბარათი ვაჩვენე - ნეტა ერთი შენო, მომაძახა.

როცა დადგინდა რომ კოვიდი გადაიტანა და გართულებები მაგან გამოიწვია - თურმე ეს რა ყოფილაო, ხშირად იმეორებდა.

არასწორი და ანტივაქსერული ინფორმაციებით ჰქონდა ტვინი გამოტენილი, არ სჯეროდა, მანამ სანამ საკუთარ თავზე არ იწვნია ვირუსის სიმძიმე.

ბოლო მონახულების დროს კი მკითხა - კარგად რომ გავხდები უნდა ამცრანო? 

P.S. ბევრი ადამიანი ვართ რეალური ისტორიებით და მე პირველ რიგში მათთვის ვწერ, ვინც ჯერ კიდე ორჭოფობთ. 

ეს არც ჩვეულებრივი გრიპია და არც აცრაა ეშმაკის ჩიპი.

ისეთ უსუსურობამდე მიგიყვანთ სიმპტომები, რომლის მსგავსიც არ გქონიათ, შეიძლება ცხოვრებაზე წამით ხელიც ჩაგაქნევინოთ", - წერს ნინო ჭელიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system