თავში

ბევრი კითხვაა თუ რა დავაშავე და რატომ გამიმეტა ასე - გოგონა, რომლის დაწვაც შეყვარებულმა სცადა

ბევრი კითხვაა თუ რა დავაშავე და რატომ გამიმეტა ასე - გოგონა,
ბევრი კითხვაა თუ რა დავაშავე და რატომ გამიმეტა ასე - გოგონა, რომლის დაწვაც შეყვარებულმა სცადა

ახალგაზრდა გოგონა, სევა, რომლის ცოცხლად დაწვაც ყოფილმა შეყვარებულმა სცადა, ამ დრომდე რეაბილიტაციის კურსს გადის. 

გოგონა რეაბილიტაციას სახლში აგრძელებს და მისი თქმით, გადაწყვიტა უპასუხოს უამრავ კითხვას, რომელსაც მას სოციალური ქსელის მეშვეობით უსვამენ. 

სევას თქმით, მას ბევრი ეკითხება, თუ რა დააშავა, რის გამოც, ის ასე გაიმეტეს.

"ძალიან ბევრი კითხვაა თუ რა დავაშავე და რატომ გამიმეტა ასე... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე არაფერი დამიშავებია. მართლა ვერ ვხვდები, რა უნდა დამეშავებინა ისეთი, რომ სასიკვდილოდ გაიმეტო ადამიანი. რაც შეეხება ცუდ კომენტარებს, ძალიან ბევრი გაბოროტებული ადამიანია და გადავწყვიტე არ მივაქციო ყურადღება, დანარჩენებს დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის," - აღნიშნავს სევა, საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ, მოკლე ვიდეოში.

სევას რამდენიმე ოპერაცია და რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი სჭირდება. მათ შორის, საუბარია კანის გადანერგვის პლასტიკურ ოპერაციაზე. 

შეგახსენებთ, სასამართლომ შალვა გოგოლაძეს, რომელმაც სევა შამუიანს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, შალვა გოგოლაძეს ბრალი სსკ-ის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.

შალვა გოგოლაძისთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system