თავში

"ბევრჯერ წავიქეცი ქუჩაში, მივხვდი, რომ გარდაუვალია სავარძელი..." - თინა ხიდაშელი

"ბევრჯერ წავიქეცი ქუჩაში, მივხვდი, რომ გარდაუვალია სავარძელი..." - თინა ხიდაშელი
ბევრჯერ წავიქეცი ქუჩაში, მივხვდი, რომ გარდაუვალია სავარძელი... - თინა ხიდაშელი

პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი, რომელიც რამდენიმე თვის წინ კოვიდით დაინფიცირდა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. 

კლინიკიდან გამოწერის შემდეგ კი მისი მდგომარეობა პოსკოვიდური სინდრომით დამძიმდა.

"ბევრი ეპიზოდი მქონდა წაქცევის ქუჩაშიც, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ გარდაუვალია სავარძელიც, იმიტომ რომ ეს საშუალებას მაძლევს, რომ გამოვიდე გარეთ თან მეტი სტაბილურობის განცდა გაქვს და შიში გიქრება, რომ წაიქცევი.

ყოველ კვირას დამატებითი შეზღუდვა მიჩნდება, წინა კვირას სავარძელში არ ვიჯექი, 1 კვირაა რაც სავარძელში ვზივარ. 

ამის გარდა, პოსკოვიდური ერთ-ერთი სინდრომი არის დიაბეტი, რომელიც არ მქონია, მაგრამ ახლა მაქვს. ეს სახე ძალიან მაღიზიანებს და სარკეში საერთოდ არ ვიხედები, ახლა შედარებით შემცირებულია, სამი კვირის წინ გაცილებით უარეს მდგომარეობაში იყო. 

შემცირებულია ვიზუალურად, სინამდვილეში, შიგნით შევიდა ახლა უკვე. ცოტა ვჩიფჩიფებ, იმიტომ რომ ღრძილები დასიებული მაქვს," - ამბობს თინა ხიდაშელი "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ექიმებში". 

რეპორტაჟი იხილეთ ბმულზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system