თავში

ადვოკატი სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა

ადვოკატი სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა
ადვოკატი სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა

ადვოკატი სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ახლა მაცნობეს სამწუხარო ამბავი, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ჩვენი კოლეგა ნოდარ ილურიძე გარდაიცვალა სასამართლო სხდომის დარბაზში. ადვოკატთა ასოციაციის სახელით ვუთანაგრძნობ ოჯახს და მეგობრებს, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, - წერს დავით ასათიანი. 

როგორც report.ge -ს ადვოკატთა ასოციაციაში განუცხადეს, შემთხვევა ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოში მოხდა. ნოდარ ილურიძე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. 

ამ დროისთვის ნოდარ ილურიძის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

ნოდარ ილურიძე სახაზინო ადვოკატი იყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system