თავში

12 წლის ბიჭს დამალობანას თამაშისას დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

12 წლის ბიჭს დამალობანას თამაშისას დენმა დაარტყა და გარდაიცვალა
12 წლის ბიჭს დამალობანას თამაშისას დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

გაგრაში, 12 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. დე ფაქტო აფხაზეთის პროკურატურის ინფორმაციით ბავშვი დამალობანას თამაშობდა და გადაწყვიტა ქვესადგურში დამალულიყო, რომელიც ღია აღმოჩნდა.

"ამ ეტაპზე ვიკვლევთ ტრანსფორმატორზე პასუხისმგებელი პირების ვინაობას. ტრანსფორმატორი ღია იყო და არ იყო შემოღობილი. თანამდებობის პირის დადგენის შემთხვევაში, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება", - განაცხადა ე.წ. გენერალური პროკურორის თანაშემწემ დაურ ამიჩბამ.

მსგავსი შემთხვევა გასულ წელს სოხუმშიც მოხდა, რა დროსაც, იგივე ვითარებაში დაიღუპა მოზარდი ნესტორ არშბა. მაშინაც, ქვესადგური ღია აღმოჩნდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system