თავში

ბიძინა ივანიშვილი განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს

ბიძინა ივანიშვილი განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს
ბიძინა ივანიშვილი განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის ინტერვიუ გამოაქვეყნა. პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 

„თქვენ იცით, რომ ისტორიულად და ტრადიციულად, ქუთაისს ჰქონდა საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია და მე ვფიქრობ, რომ ქუთაისი იყო საუკეთესო არჩევანი. დრო კი ბევრი დაიხარჯა, მაგრამ მე მგონი პროექტი ბევრად სწორად განვითარდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ეკატერინე ხვედელიძის თქმით, მათი ოჯახის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო სასწავლო ცენტრი, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ სახელმწიფოს გადაეცემა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წელს მიიღებს.

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system